ENG
მთავარი რატომ კადილაკი გაიგეთ სიახლეები ხდკ კონტაქტი

რატომ კადილაკი

გაეცანით ჩვენს
არაჩვეულებრივ ისტორიას

საუკუნეზე მეტია, Cadillac ინოვაციების სათავეში დგას და ამერიკული ფუფუნების სტანდარტს ამკვიდრებს. აღმოაჩინეთ ამ ლეგენდარული ბრენდის მდიდარი ისტორია და ნახეთ, როგორ აგრძელებს Cadillac შესაძლებლობების ახლებურად განსაზღვრას გლობალური მასშტაბით.

რევოლუციური ნაპერწკალი

1911 წელს კადილაკმა ავტოინდუსტრიას პირველი ელექტრო სტარტერი გააცნო. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც, ბრენდი კვლავ ამსხვრევს დაწესებულ ჩარჩოებს და მომხმარებელს ინოვაციური ავტომობილების შთამბეჭდავ არჩევანს სთავაზობს.

მარადიული სიმბოლო

კადილაკის პირველი ემბლემის ინსპირაცია დეტროიტის დამაარსებლის, ანტუან დე ლა მოტ კადილაკის საგვარეულო გერბი გახდა. ბოლო 124 წლის განმავლობაში, კადილაკის ეს ცნობილი სიმბოლო ეპოქის ცვლილებებთან ერთად მუდმივად ვითარდებოდა და ახალ სიცოცხლეს იძენდა.

გამრღვევი ტექნოლოგია

1954 წელს კადილაკმა ინდუსტრიაში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და ყველა მოდელი საჭის ელექტრო/ჰიდროგამაძლიერებლით სრულად აღჭურვა. ბრენდი ამ ტრადიციას დღესაც აგრძელებს, უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, კადილაკის მართვა გამორჩეულად რბილი, უსაფრთხო და კომფორტულია, რაც მძღოლს გზაზე სრულ თავდაჯერებულობას ანიჭებს.

შეუდარებლად რბილი სვლა

2002 წელს Cadillac Seville STS მოდელში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დაკიდების სისტემა, Magnetic Ride Control გამოჩნდა. დღესდღეობით, Cadillac Escalade ერთადერთი სრული ზომის ლუქს-კლასის SUV-ია, რომელიც ამ რევოლუციურ ტექნოლოგიას იყენებს.

სრული კომფორტისთვის შექმნილი

უკვე საუკუნეზე მეტია, კადილაკისთვის მთავარი პრიორიტეტი უმაღლესი კლასის ფუფუნება და მართვის შეუდარებელი დახვეწილობაა. კომფორტისადმი ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება სრულად ცოცხლდება ESCALADE-ის Executive Second Row პაკეტში, რომელიც მეორე რიგის მგზავრებს პირველი კლასის კომფორტსა და ექსკლუზიურ გარემოს სთავაზობს.

გამორჩეული შტრიხები

1959 წლის Eldorado Biarritz-ის აღმავალი „ფრთები“ ომისშემდგომი პერიოდისა და რეაქტიული ავიაციის ეპოქის ოპტიმიზმის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. დროთა განმავლობაში, ამ ლეგენდარულმა დიზაინმა ევოლუცია განიცადა და ცათამბჯენის სილუეტით შთაგონებულ ვერტიკალურ განათებად გარდაიქმნა, ხელწერად, რომელიც დღეს ყველა თანამედროვე Cadillac-ს გამორჩეულ, უნიკალურ იერს ანიჭებს.

სიმძლავრის საუკუნე

1915 წელს კადილაკმა თავის ყველა მოდელში, მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების V8 ძრავა დანერგა. თანამედროვე ეპოქაში კადილაკი გვთავაზობს გამორჩეული მოდელების ხაზს, რომელსაც მძლავრი მუშაობის მაჩვენებელი, მართვის განსაკუთრებული სიზუსტე და გაბედული სტილი განასხვავებს.

მუდმივი ხედვა მომავლისკენ

1959 წლის კონცეპტი - Cyclone, ეპოქის ფუტურისტული აერონავტიკის დიზაინით იყო შთაგონებული. დღეს კადილაკის ლუქს-ევოლუცია უმაღლესი სიჩქარის მომავალს ერწყმის, ულტრათანამედროვე კონცეპტუალური მოდელით, Opulent Velocity.
Red gradient

კადილაკის ფლეილისტი

Cadillac 120-ზე მეტი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კინოსა და კულტურაში. ლეგენდარულმა არტისტებმა ჩვენი საკულტო ბრენდი საკუთარი ყველაზე დაუვიწყარი ტრეკების ცენტრში მოაქციეს. ჩართეთ და აუწიეთ ხმას.